“ჰერმესიან” ბიჭებზე

pele xar :))))

Yours,Veronica.

ვიცი რამდენი ჩემი მეგობარი ელოდა ამ პოსტს ჩემგან. დაე დავიწყოთ…

ძალიან საინტერესო ქალაქში ვცხოვრობთ. ადრეც დამიწერია პოსტი თბილისზე, მაგრამ მაშინ მხოლოდ მის აბსტრაქტულ სახეს შევეხე და არა იმ საზოგადოებას, რომელიც მის წმინდა ქუჩებში დააბოტებს ორიგინალი კონვერსებით. 
ამ პოსტში დავიბრუნებ სარკაზმს (ჩემს ძველ მეგობარს) და “კარენოი” თბილისელ ბიჭებზე მოგითხრობთ. მე მარტო გოგოებს კი არ ვერჩი… large (1)

თბილისელი ბიჭები ზოგადად 2 კატეგორიად იყოფიან: თბილისელი ბიჭები და თბელესელე სასტაუი. თბილისელი ბიჭები არიან მამაკაცები, რომლებიც ცხოვრებაში გარკეულ სიმაღლეებს ეძებენ, იციან რა უნდათ (ასე თუ ისე) და თავის წარმოსაჩენად მიმართავენ ორიგინალურ ხერხებს, რომელიც უაზრო ტრაბახით არ გამოიხატება. ეს ბიჭები თვითონვე არიან იმდენად წარმატებულები, რომ მათ აღარ აშინებთ ძლიერი ქალები. პირიქით, მათ სიამოვნებთ ასეთ ხალხთან ურთიერთობა. მათ იციან როგორ მოიქცნენ საქმიან შეხვედრებსა და roof-top “ტუსოვკებზე”. მათ იციან როგორ ილაპარაკონ, როგორ მოიქცნენ, როგორ ჩაიცვან და… მოკლედ, კარგი ტიპები არიან რა. ასეთ ბიჭებს აქვთ ნებისმიერი საბაბი თუნდაც სატრაბახოდ, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ ლაპარაკის ნაცვლად მოქმედებით სჯობს თავის დამკვიდრება. 

View original post 306 more words

ავიაკატასტროფა საქართველოს ტერიტორიაზე

Image
  კადრები გადაღებულია 2014 წლის 14 ივნისს ქვემო თელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. 
როგორ აღმოჩნდა ბოინგი შუაგულ ტყეში გასაიდუმლოებულია. არანაირი ოფიციალური განცხადება არ მოჰყოლია არც მთავრობისგან და არც რომელიმე ავიაკომპანიისგან. როგორც ადგილობრივები ამბობენ: ბოინგმა იძულებითი დაშვება განახორციელა 100% წარმატებით , მას ქართველი პილოტები მართავდნენ და ინციდენტს არანაირი მსხვერპლი არ მოჰყოლია.Image

Top 10 movie death scenes

alicejd

American history X

Lord of War

Remember me

Armageddon

Braveheart

The mist

Buried

Gran Torino

One day

The last of the mohicans

რა ხდება მუდამჟამ გასაბრწყინებელ საქართველოში

1921947_199050720303898_1409915061_n

ამ ბოლოს ისეთ სიტუაციებს შევესწარი , რომ არ დამეწერა ეს პოსტი არ შეიძლებოდა

მაშ ასე :

მანქანების სამრეცხაოს კაფეში სმა და სადღეგრძელოების ბოლო ხმაზე ღრიალი “კაი პონტი” ყოფილა.
შუა ლესელიძეზე , რომ მამალს თავს მოაჭრიან მისაღებია.
მღვდლები ქუჩაში , რომ ნაგავს ისვრიან მაგასაც არაუშავს. ავიტანთ :))))
2014 წელს სახლებს , რომ ძარცვავენ ეგეც ჩვეულებრივი ამბავია.
მიწისქვეშა გადასასვლელში ქართველ ვაჟკაცს მოსაქმება როცა მოუნდება და დაუშლიან მიუღებელია , რადგან “ეს მისი ქვეყანაა და სადაც უნდა და რასაც უნდა იმას იზამს”. (ვციტირებ)
ქმარი, რომ ცოლს დედას აგინებს 25 კაცის თანდასწრებით და თანაც ამაყია თავისი საქციელით. (ამ სიამაყეს მკვეთრად გამოხატავს).
“პრადოდან” რომ გადმოგხედავენ და ისე იყურებიან თითქოს “ტრიაპკა” ხარ და არა ადამიანი. ეს ასე უნდა იყოს
მოუნათლავს და ჯვარდაუწერელს უფლება არ აქვს მცხეთაში სიარულის. ეს ასე ყოფილა და წყალიც არ გაუვა!
ჯოტია ცაავასავით , რომ გარბის გულშემატკივარი სტადიონზე და ქვებს ისვრის ესეთი ფაქტები ყველგან ხდება და არაბუნებრივი ამაში არაფერია.
კონტროლიორი მგზავრს, რომ დაუწყებს დედის გინებას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. მერე რა , სამსახურში ყველა იგინება და კონტროლიორმა რაღა დააშავა.

ამ ყველაფრის მერე გინდათ თქვათ , რომ გავბრწყინდებით ? :)))))))))))

წყარო – საკუთარი თვალები

My 30 most favorite paintings of all time ( part 2)

Image
V
an Gogh – Cafe terrace at night  1888
Image
C.M. Coolidge – dogs playing poker 1903
Image
Bruegel – Triumph of Death (1562)
Image
Hieronymus Bosch – Hell
Image
Caravaggio  – Davide Galea (1607)
Image
Diego Velázquez  – Venus del espejo 1648
Image
Ernst – Europe After the Rain II (1942)  Image
Fransisco De Goya – Children Fighting and Playing on a See-saw. 1782-85Image
Frida Kahlo  – Self portrait
Image
Gerhard Richter – Abstraktes Bild
Image
Fracisco De Goya  –  Asmodeo (1821)
Image
Hell – Unknown Master – Portugal – 1st third of 16th century – oil on oak
Image
Ivan Aivazovsky  –  Sunset at Sea
Image
Jasper Johns  – False start  1959
Image
Jasper Johns – Guernica 1937     (1959)
Image
John martin  – The Destruction of Sodom and Gomorrah, 1852
Image
Kazimir Malevich – Black Suprematic Square (1915)
Image
Gustav  Klimt  – Beethovenfries (1902)
Image
Gustav Klimt   –  The Virgin   1913
Image
Leonardo Da Vinci –  The last supper   1975
Image
Lucas Cranach –  The Odd Couple Young Man and Old Woman with Girl, ca. 1545-50
Image
Paul Klee  –   Senecio   1922
Image
Rubbens  –  The  Anatomy Lesson
Image
Rubens  –  Fall of the Damned
Image
Sandra Yagi  – People walking blindly off a cliff
Image
Seurat  – La Parade du Cirque (1888)
Image
Paul Cézanne  –  The Card Players  1892-5
Image
Van Gogh  –  Cypresses    (1889)

რატომ კრძალავს ეკლესია “ჰარი პოტერის” კითხვას ?!

tumblr_lc7jxi8IlR1qz5njno1_1280
     რატომ აკრძალეს “ჰარი პოტერი” ??? იმიტომ რომ არაქრისტიანულ მოტივებზეა დაფუძნებული?  ანალოგიური მიზეზით რატომ არ იკრძალება ქართული ხალხური ზღაპრები , ძმები გრიმები,  კრისტიან ანდერსენი ან სხვა დანარჩენი ?  მაინც და მაინც ქართული და ეროვული უნდა იყოს ზღაპარი, რომ არ ავკრძალოთ ?  არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეკლესიის ეს მოთხოვნა(ბრძანება).  როულინგი , რომ ქართველი ყოფილიყო დაშვებული იქნებოდა “ჰარი პოტერი” ????   ჯადო-მადოებს მარტო “ჰარი პოტერში” ხედავენ   და ქართული გველეშაპები , დევები და ათასი სხვა ჯურის ორგანიზმი ქრისტიანულია ?
და საერთოდ , ვინც ამ დოგმებს და აკრძალვებს გვიწესებს მას თუ აქვს წაკითხული, ან ნანახი რომელიმე წიგნი, ან ფილმი?  ჩემი აზრით, ერთი ჩვეულებრივი ზღაპარია სადაც მოთხრობილია სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა(ბევრი რომ არ გავაგრძელო). იმასაც ავღნიშნავდი , რომ როულინგის ნაწარმოებში ბევრად მეტი ჰუმანურობა ჩანს ვიდრე ჩვენი ხალხური ზღაპრების უმეტესობაში.   “ჰარი პოტერის” წაკითხვის შემდეგ თუ ვინმეს მდინარიდან გადახტომის სურვილი უჩნდება ან მანტიებით, ცოცხებით და ჯოხებით სირბილი სიამოვნებს იგივე შეუძლია გააკეთოს ქართულ ვარიანტში, მაგალითად : ხარზე შემოჯდეს და ხან სავარცხელი გაისროლოს უკან ხანაც სალესი (“წიქარა”) ან დევებს ეთამაშოს კამათელი (“ცისკარა”).  კრეტინს გინდა ის წააკითხე გინდაც ეს.
მოდი რა მაშინ ან საერთოდ არ აკრძალო ან ორივე აკრძალე!  რა მარაზმია ეს!  იმასაც ვერ ხვდებიან, რომ აკრძალული ხილით უფრო ინტერესდება ადამიანი.
ასე  რომ წაიკითხეთ ხალხო, ეს ცოდვა არაა! მთავარია სწორი აზრი გამოიტანო, გაანალიზო და გადადო გვერდზე.

ქართველი ემიგრანტების გაფუჭებული საქმე

visa-regime-georgia
  უფროდაუფრო  ხშირად ხდება ქართველი ემიგრანტების საქმიანობა  სხვადასხვა საინფორმაციო გადაცემის განხილვის თემა.
დამეთანხმებით დიდი სირცხვილია , როდესაც უცხო ქვეყნის მაღაზიათა ვიტრინებზე გამოკრულია წარწერა მსგავსი შინაარსით : “ქართველებო, არ მოიპაროთ”.  ზოგი მაღაზიებს ძარცვავს , ზოგი ბინებს…. ტაშიიიიი!!   რა კარგია სხვის უბედურებაზე , საკუთარი ბედნიერების დამყარება. მსოფლიო მასშტაბით მოეჭრა თავი ქართველ ერს.  იმდენად შელახულია ჩვენი რეპუტაცია , რომ საშველი არ ჩანს .  სახელიც გავიტეხეთ და თავიც.
ამ ინფორმაციაზე , როგორც ჩვენ მიგვიწვდება ხელი,  ასევე  სხვა  ქვეყნის წარმომადგენლებსაც არ უნდა ჰქონდეთ პრობლემა. ყველაფერი ერთმანეთს ემატება და რა გასაკვირია , რომ სავიზო რეჟიმი არ მარტივდება.  თქვენ შეუშვებდით საკუთარ ქვეყანაში პოტენციურ ყაჩაღებს და ბანდიტებს? სამწუხაროდ ასეთი “ორგანიზმების” გამო  კარი ეკეტება ზოგიერთ შეგნებულ ადამიანს , რომლებიც ან სასწავლებლად მიდიან ან სხვა სერიოზული მიზნით. უკლავენ ყველანაირ პერსპექტივას, რომ მოტივირებულები იყვნენ ცოდნისა და ინტელექტის გაღრმავებაზე.  მაგრამ ქართველს რაში ჭირდება განათლება და ინტელექტი ! ქართველს  უნდა დააჭერინო ოყიანი თოხი და აჩიჩქნინო მიწა  ან  ვინმეს მოსამსახურედ უნდა დაუდგეს და         ყითა წმინდოს!!!  ტვინი ადამიანს იმიტომ ეძლევა , რომ თავისი ფუნქცია შეასრულებინოს  და  განავითაროს. რა თქმა უნდა   ყველას ერთნაირი გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს, თუ არაფერი გამოგდის მერე უდა დაიწყო ფიზიკური შრომა თავის გასატანად.  მოდი რა თუ კაცი ხარ გაუშვი და მიეცი საშუალება ადამიანს რომ ცადოს და განვითარდეს. ნუ ჩაუკლავ ყველანაირ იმედს!
საელჩოდან გამოსული ფიქრობ , რომ დაწუნებული ხარ და ადამიანის დონეზე არ განიხილები.  ვიღაც ბოროტმოქმედთან გაიგივებენ და ამით შენ “მეს” გინგრევენ. რატომ უნდა გვხარშავდნენ ერთ ქვაბში ავაზაკსაც და წესიერ ადამიანსაც ?!
საქართველოს მთავრობას რატომ არ აინტერესებს ეს საკითხი ?!  ყველა განურჩევლად იმისა ძაღლია თუ მამაძაღლი უმარტივესად შემოდის ჩვენ ქვეყანაში.
ქაქის სუნი ასდის ყველაფერს!!!!!!

The sound of your morning: 10 songs to start the day










რა უფრო დიდი სიკეთეა ? Which Is There More Of: Kindness Or Unkindness?

legal_scales_black_silhouette

რამოდენიმე დღის წინ ყური მოვკარი ხანშიშესული ქალბატონის ისტორიას და გამიჩნდა კითხვა, რომელზეც პასუხი რთული გასაცემია, სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოცდი.

დავიწყებ სიტუაციის მოკლე აღწერით :
მომხდარი ფაქტი ეხება რაიონში მცხოვრებ, ერთ-ერთ ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახს. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს: 83 წლის ქალი , მისი შვილი , რძალი და ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი (ბიჭები). მოხუცებული ქალბატონი წაქცევისას იღებს მენჯის ძვლის მოტეხილობას და საჭიროებს ოპერაციას , რომლის გასაკეთებლადაც ოჯახს თანხა არ გააჩნია (არც შოვნის პერსპექტივა ჩანს).   ოპერაცია ჯდება 10.000 $ და ამ თანხის შოვნის ერთადერთი გზა ბინის გაყიდვაა. საცხოვრებელი ისეთ მდგომარეობაშია , რომ კლიენტი 15K ზე მეტს არ გადაიხდის. ანუ ეს თანხა საკმარისია ოპერაციისა და პოსტტრამვული რეაბილიტაციის ჩასატარებლად. ქირურგიული ჩარევის გარეშე კი მოხუცი ლოგინად ჩავარდება.
დამეთანხმებით , რომ რთული სიტუაციაა და გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელია. არსებობს გარემოებები , რომელთა გათვალისწინებაა აუცილებელი.

იმ შემთხვევაში , თუ სახლი გაიყიდება
1) ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება.
2) საფრთხე ექმნება შვილიშვილების მომავალს.
3) ოჯახის სიმყარე და თანაცხოვრება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება , რადგან ძირითადად მატერიალური პრობლემებით იწყება სხვა დანარჩენი.
4) მომავალში სინდისი შეაწუხებს ყველას , ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, (ნუ თუ აქვთ სინდისი მაგ შემთხვევაში) რადგან დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე შვილების გაჭირვების ყურება მოუწევს
5) არსებობს შანსი , რომ უკვე  წამოზრდილმა შთამომავლებმა მშობლებს უსაყვედურონ(აგინონ) ოდესღაც მიღებული გადაწყვეტილების გამო.

თუ სახლი არ გაიყიდება :
1) დარჩენილი რამოდენიმე წელიწადი უნდა უყურო და მოუარო ადამიანს რომელიც იტანჯება ტკივილებით.
2) მთელი სიცოცხლის მანძილზე გამოგყვება დანაშაულის გრძნობა , რომ საკუთარი დედისთვის ყველაფერი არ გააკეთე.
3) ოჯახის დანარჩენი წევრებიც კი გულის სიღრმეში იფიქრებენ , რომ სასტიკი და ცივი ადამიანი ხარ.

აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა : რა უფრო დიდი სიკეთე იქნება მსგავს სიტუაციაში და რა უფრო დიდი ბოროტება ?
დამეხმარეთ სწორი გადაწყვეტილების განსაზღვრაში!

ოდესღაც სოჭიც ჩვენი იყო !

sochi1
7 თებერვალს სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნაა დაანონსებული. აზრთა დიდი სხვადასხვაობის მიუხედავად ჩვენმა საყვარელმა Government-მა მაინც გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება… ჩნდება კითხვა: რაში გვჭირდება ეს ყველაფერი ?
სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ , რომ  ქართველი სპორტსმენების მომზადების დონით ვერ დავიტრაბახებთ (არსებობენ გამონაკლისებიც) და მედლების მოპოვების შანსებიც კატასტროფულად მცირეა.  ოლიმპიური თამაშების დევიზია: „Citius, Altius, Fortius“ („უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ“) სისწრაფეც გვაკლია , სიმაღლეც და ძალაც . შესაბამისად შედეგი ერთი იქნება და ეს გარდაუვალია (მიუხედავად იმისა , რომ მეც ვგულშემატკივრობ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს). არგუმენტი: “მთავარი მონაწილეობაა” უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ ლუზერებს თუ შეეფერებათ. ნებისმიერი სპორტსმენის მთავარი მოტივაცია და მიზანი კვარცხლბეკზე ასვლა და გამარჯვების შეგრძნებაა. ამ ყველაფერს , რომ თავი დავანებოთ ისიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის თუ არა. სახელმწიფო კი პოლიტიკურ კურსს არ უნდა იცვლიდეს ოლიმპიადის გამო და მტერს არ უნდა ელაქუცებოდეს. პირველ პლანზე სახელმწიფო ინტერესები უნდა იდგეს და მერე რაღაცა თამაშები (თანაც გარდაუვალი შედეგებით).  არ მინდა ჩემი ქვეყანა სიამაყის და თავმოყვარეობის გარეშე დარჩენილ თეიმურაზ ხევისთავს გავდეს. უკეთესი იქნებოდა საკუთარ იმიჯზე ზრუნვა , მიუხედავად ოლიმპიური კომიტეტის შემდგომში გატარებული მკაცრი ზომებისა. მხოლოდ აღშფოთებით და ჯოს-ჯოს ღრიალით საქმე არ კეთდება ! ხმის ამოღება და პროტესტის გამოხატვაა საჭირო. თუ მაინც და მაინც ცოცხები უნდა გაგვიყარონ უკან რომ რამე შევცვალოთ ?!
თუმცა ქართველისგან რა გასაკვირია მსგავსი ქმედება. 2008-ის აგვისტოში როდესაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად ხალხი იხოცებოდა , რუსთაველის გამზირზე კონცერტებს გვიმართავდნენ და ამ ხერხით ცდილობდნენ სახელმწიფოებრიობის დაცვას.